ონის მერია: ლაგვანთა-საკაოს გზის მოასფალტირებისთვის სამუშაოების პირველი ეტაპი სრულდება

ონის მუნიციპალიტეტში ინფრასტრუქტურულ ობიეტებზე სამუშაოები აქტიურად მიმდინარეობს. ამის შესახებ ინფორმაციას ონის მერია ავრცელებს.
მათი ცნობით, ლაგვანთა-საკაოს გზის მოასფალტირებისთვის სამუშაოების პირველი ეტაპი სრულდება.
“ამ დროისთვის, მომზადებულია მიწის ვაკისი და გრუნტი ასფალტის ფენის მოსაწყობად.
ონის მუნიციპალიტეტის მერი – სერგო ხიდეშელი, მოადგილეებთან, საკრებულოს თავმჯდომარესა და საკაოს ადმინისტრაციული ერთეულის მაჟორიტარ დეპუტატთან ერთად, სოფელ ლაგვანთაში იმყოფებოდა და ადგილზე გაეცნო გზის სარეაბილიტაციო სამუშაოების მიმდინარეობის პროცესს.
აღნიშნულ სამუშაოებს შპს ,,დაგი +” ასრულებს, ღირებულება შეადგენს 650000 ლარს
დაფინანსებულია 95 % სახელმწიფო და 5% ადგილობრივი ბიუჯეტიდან”, – აღნიშნულია ინფორმაციაში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები