საქართველოში კორონავირუსს კიდევ 53 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა
გასული 24 საათის განმავლობაში ქვეყანაში კორონავირუსს კიდევ 53 პაციენტის სიცოცხლე ემსხვერპლა. ამის შესახებ ინფორმაციას დააავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრი ავრცელებს.
ამავე ინფორმაციის თანახმად, დღე-ღამეში საქართველოში კოვიდინფიცირების 2979 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გამოჯანმრთელდა 3470 ადამიანი.