მსჯავრდებულებისათვის ცხოვრებისეული ფასეულობების საკითხებზე ტრენინგები მიმდინარეობს

თბილისისა და ქუთაისის პრობაციის ბიუროში აღრიცხვაზე მყოფი პირობით მსჯავრდებულებისათვის ცხოვრებისეული ფასეულობების საკითხებზე ტრენინგები მიმდინარეობს. პრობაციის ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, პირველ ეტაპზე სწავლებაში მონაწილეობენ არასრულწლოვანი და ქალი პრობაციონერები. პროგრამა მსმენელებს ეხმარება ცხოვრებისეული ფასეულობების არსის გააზრებაში. პრობაციის ეროვნული სააგენტოს ორგანიზებით, პირობით მსჯავრდებულები ხშირად მონაწილეობენ საინფორმაციო–შემეცნებით ტრენინგებში, რაც მათი სამოქალაქო ცნობიერების ამაღლებას უწყობს ხელს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები