რეგიონული პოლიტიკისა და თვითმართველობის კომიტეტის სხდომაზე „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსში ცვლილების შეტანის თაობაზე“ კანონპროექტი მუხლობრივად განიხილეს

რეგიონული პოლიტიკისა და თვითმართველობის კომიტეტის სხდომაზე, დაჩქარებული წესით განხილვისთვის წარმოდგენილი „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსში ცვლილების შეტანის თაობაზე“ კანონპროექტი მეორე მოსმენით, მუხლობრივად განიხილეს, – ამის შესახებ ინფორმაციას პარლამენტის ავრცელებს.

მომხსენებლის, კომიტეტის თავმჯდომარის, სოზარ სუბარის განცხადებით, კანონპროექტში პირველი მოსმენის შემდეგ მხოლოდ ერთი ცვლილება შევიდა, რომელიც უმრავლესობის შექმნისთვის დაწესებული ვადის გაუქმებას შეეხება.

რაც შეეხება უშუალოდ კანონპროექტით წარმოდგენილ ცვლილებებს – მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეს უფლებამოსილება ეძლევა, საკუთარი შეხედულების შესაბამისად, უარი თქვას საკრებულოს კომისიის წევრობაზე.

კანონპროექტი მეორე ცვლილებასაც ითვალისწინებს. კერძოდ კი, საქართველოს პარლამენტის მსგავსად, მუნიციპალიტეტის საკრებულოებში უმრავლესობისა და ოპოზიციის ცნებები შემოდის.

კომიტეტის წევრებმა მეორე მოსმენით კანონპროექტის სხდომაზე გატანას, მხარი დაუჭირეს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები