სერგო ჩიხლაძე: პრეზიდენტს თუ ყველა კარი დავუკეტეთ და ვთქვით, რომ „არ მოვდივართ და არ გელაპარაკებით“, დასავლელ პარტნიორებთან იტყვის, რომ „მე კი ვეცადე, მაგრამ ესენი არ მოდიან სალაპარაკოდ“
“ქალბატონ პრეზიდენტს თუ ყველა კარი დავუკეტეთ და ვთქვით, რომ „საერთოდ არსად არ მოვდივართ და არ გელაპარაკებით“, ისევ შებრუნდება, უცხოურ მედიასთან და დასავლელ პარტნიორებთან იტყვის, რომ „მე კი ვეცადე, მაგრამ ესენი არავინ არ მოდიან სალაპარაკოდ“, – ამის შესახებ „სტრატეგია აღმაშენებელის“ წევრმა, სერგო ჩიხლაძემ განაცხადა.
მისივე თქმით, შეთანხმებისთვის პატარა ბერკეტიც გამოსაყენებელია.
“მივესალმებით ყველას ჩართულობას, ვინც კი იზიარებს ამ იდეას, ოღონდ ამას სჭირდება კონკრეტული ნაბიჯები. იცით, რომ ხვალ არის პრეზიდენტთან შეხვედრა. ოპოზიციური პარტიის ლიდერები, პარლამენტის დეპუტატები, როგორც შევჯერდით, უმეტესობა იქნება წარმოდგენილი, რომ გამოვიყენოთ ეს შესაძლებლობა და არ დავკეტოთ თავიდანვე. თუკი რაღაც, ოდნავ პატარა ბერკეტი გამოსაყენებელია, უნდა გამოვიყენოთ. ქალბატონ პრეზიდენტს თუ ყველა კარი დავუკეტეთ და ვთქვით, რომ „საერთოდ არსად არ მოვდივართ და არ გელაპარაკებით“, ისევ შებრუნდება, უცხოურ მედიასთან და დასავლელ პარტნიორებთან იტყვის, რომ „მე კი ვეცადე, მაგრამ ესენი არავინ არ მოდიან სალაპარაკოდ“. ხვალ დელეგირებული პირები იქნებიან, რომ დაიწყოს ეს პროცესი და უფრო მეტი დეტალი გახდეს ცნობილი“, – განაცხადა სერგო ჩიხლაძემ.
ცნობისთვის, საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი პოლიტიკური პარტიებისთვის ხვალ საახალწლო მიღებას გამართავს.