ჟირინოვსკი კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინით შვიდჯერ აიცრა

რუსეთის პარტია “ლდპრ”-ის ლიდერი, ვლადიმერ ჟირინოვსკი კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინით შვიდჯერ აიცრა.

ასევე, როგორც ის წერს, აქამდე სეზონური გრიპისგან არაერთხელ აცრილა.

“აიცერით, მეგობრებო. ადრე Sputnik V-ით ავიცერი და ამჯერად CoviVac-ის ვაქცინა გავიკეთე. ეს არის კლასიკური ვაქცინა ინაქტივირებული ვირუსით, ტექნოლოგია, რომელიც გამოცდილია ათწლეულების განმავლობაში.  ჯამურად, ეს არის ჩემთვის მეშვიდე ინექცია, დაწყებული 2020 წლის სექტემბრიდან და მე არასოდეს მქონია კორონავირუსი, თავს კარგად ვგრძნობ”, – წერს ჟირინოვსკი ტელეგრამ არხზე.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები