Financial Times-მა ილონ მასკი “წლის ადამიანად” დაასახელა

ჟურნალ Time-ის შემდეგ, ილონ მასკი “წლის ადამიანად” გაზეთმა Financial Times-მაც დაასახელა.

გაზეთმა პირველ ადგილზე დააყენა მასკის კომპანიის მიერ ელექტრომობილების წარმოება.

გამოცემა აღნიშნავს, რომ თითქმის ათი წლის განმავლობაში მასკს უწევდა “არა მხოლოდ ელექტრომობილების ბაზრის შექმნა თითქმის მარტო”, ის ასევე ებრძოდა კორუფციასა და აზარტული თამაშების ზოგიერთ ინვესტორს. Tesla-ს კი მოჰყვა სხვა კომპანიები ელექტრომობილების შექმნაში.

გაზეთისთვის მიცემულ ინტერვიუში მასკმა თქვა, რომ “დიდი ხნის განმავლობაში საავტომობილო ინდუსტრია მე და Tesla-ს ”სულელებსა” და ”თაღლითებს” გვიწოდებდა. ისინი ამბობდნენ, რომ ელექტრომობილები არ იმუშავებენ, თქვენ ვერ მიაღწევთ საჭირო დიაპაზონს და მახასიათებლებს. და რომც შეძლოთ, მათ არავინ იყიდის“.

Financial Times-მა “წლის ადამიანად” მასკის დასახლებით, ასევე  აღნიშნა მისი “ჰიპერაქტიურობა” Twitter-ში, ქსელში კრიპტოვალუტის პოპულარიზაცია და მათ მიმართ მომხმარებელთა ინტერესის გაძლიერება, ასევე, მიღწევები კოსმოსურ სფეროში.

გაზეთი მასკს უწოდებს “თავისი დროის ჭეშმარიტად ინოვაციურ მეწარმეს” და იხსენებს, რომ ის გახდა ყველაზე მდიდარი ადამიანი მსოფლიოში.

13 დეკემბერს ილონ მასკი “წლის ადამიანად” ასავე ჟურნალმა Time-მა დაასახელა. გამოცემა აღნიშნავდა, რომ წლის ადამიანი გავლენის მოხდენის სიმბოლოა და, ჟურნალისტების აზრით, ცოტა ვინმეს ჰქონდა მასზე მეტი გავლენა დედამიწაზე, პერსპექტივაში კი, მის ფარგლებს გარეთაც.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები