ოლაფ შოლცი: უკრაინაში შეჭრისთვის რუსეთი მაღალ საფასურს გადაიხდის

გერმანიის კანცლერმა, ოლაფ შოლცმა კვლავ გააფრთხილა რუსეთი უკრაინის საზღვრების დარღვევის გამო და ამ საკითხში ევროკავშირის ერთიანობის პირობა დადო.

ამის შესახებ მან ბუნდესტაგში თავის პირველ სამთავრობო გამოსვლაში განაცხადა.
„ბოლო დღეებში ჩვენ დიდი შეშფოთებით ვაკვირდებით რუსეთ-უკრაინის საზღვარზე უსაფრთხოების ვითარებას. თუ ყველას არ ესმის, ნება მომეცით, გავიმეორო ის, რასაც ჩემი წინამორბედი ამბობდა: ტერიტორიული მთლიანობის ნებისმიერ დარღვევას მაღალი საფასური აქვს. ჩვენ აქ ერთხმად ვისაუბრებთ ჩვენს ევროპელ პარტნიორებსა და ტრანსატლანტიკურ მოკავშირეებთან”, – ხაზგასმით აღნიშნა მან.

ამასთან, შოლცმა ნათლად მიანიშნა, რომ გერმანია მზად არის „კონსტრუქციული დიალოგისთვის“.

მისი თქმით, თავისი ისტორიის ფონზე, გერმანია მზად უნდა იყოს, სულ უფრო მეტად შეეცადოს ურთიერთგაგების მიღწევას, რომ გამოვიდეს ესკალაციის სპირალიდან, როგორც ეს იყო, მაგალითად, ნორმანდიის პროცესის შემთხვევაში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები