ჰონგკონგში ცეცხლმოკიდებული სავაჭრო ცენტრიდან მაშველებმა 1,2 ათასი ადამიანის ევაკუაცია შეძლეს, დაშავებულთა რიცხვი გაიზარდა

ჰონგკოგში ცეცხლმოკიდებულ სავაჭრო ცენტრ Causeway Bay-დან მაშველებმა 1,2 ათასი ადამიანის ევაკუაცია შეძლეს.

South China Morning Post-ის ინფორმაციით, დაშავებულთა რიცხვი 13-მდე გაიზარდა.

მანამდე გახდა ცნობილი, რომ 300-მდე ადამიანი შენობის სახურავზეა ბლოკირებული.

შენობაში ხანძარი შუადღის შესვენების დროს მოხდა.

მომხდარის მიზეზი ჯერ უცნობია.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები