“კრემლისადმი ნდობა არ არსებობს” – ნატო-მ ევროპაში რაკეტების განთავსების მორატორიუმის შესახებ რუსეთის წინადადება არ მიიღო

ნატო-ს გენერალური მდივანი, იენს სტოლტენბერგი აცხადებს, რომ ალიანსი ევროპაში საშუალო რადიუსის მოქმედების ბირთვული რაკეტების განთავსებას არ აპირებს, ამასთანავე, არ მიიღო კრემლის წინადადება კონტინენტზე ამ ტიპის იარაღზე მორატორიუმის შემოღების შესახებ.

ამის შესახებ SwissInfo წერს.

სტოლტენბერგმა ბრიუსელში ჟურნალისტებს განუცხადა, რომ რუსეთი წლების განმავლობაში არღვევდა ახლო და საშუალო რადიუსის მოქმედების რაკეტების შესახებ ხელშეკრულებას და ევროპის ტერიტორიაზე საშუალო რადიუსის მოქმედების ახალ ბირთვულ რაკეტებს განალაგებდა.

ამასთან, მან ხაზი გაუსვა, რომ ბლოკი „მოსკოვის ქცევის კოპირებას“ არ აპირებდა.

„რუსეთის წინადადება მორატორიუმის შესახებ ნდობას არ იწვევს, რადგან ჩვენ უკვე გვქონდა აკრძალვა და მათ შეთანხმება დაარღვიეს“, – განაცხადა სტოლტენბერგმა.

ნატო-ს გენერალური მდივანი აცხადებს, რომ კრემლის წინადადება იარაღზე მორატორიუმის შესახებ, რომლის განლაგებაც მათ რეალურად დაიწყეს, „ვერ იქნება სანდო“.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები