ფაშინიანმა და ალიევმა ბრიუსელში რკინიგზის აღდგენის მზაობა დაადასტურეს
სომხეთის პრემიერმინისტრმა, ნიკოლ ფაშინიანმა განაცხადა, რომ ბრიუსელში სამმხრივ შეხვედრაზე აზერბაიჯანთან შეთანხმების დადასტურება მოხდა რკინიგზის აღდგენასთან დაკავშირებით.
ამის შესახებ მან სოციალურ ქსელში დაწერა.
„ევროპის საბჭოს პრეზიდენტთან, შარლ მიშელთან და აზერბაიჯანის პრეზიდენტთან, ილჰამ ალიევთან სამმხრივი შეხვედრის დროს, ჩვენ დავადასტურეთ შეთანხმება რკინიგზის გადატვირთვის შესახებ“, – დაწერა ფაშინიანმა.
მისი თქმით, რკინიგზა იმოქმედებს “საერთაშორისოდ აღიარებული სასაზღვრო და საბაჟო წესების შესაბამისად, ორმხრივობის პრინციპების შესაბამისად, ქვეყნების სუვერენიტეტისა და იურისდიქციის ქვეშ”.
“სომხეთი სარკინიგზო გზით მიიღებს წვდომას ირანის ისლამურ რესპუბლიკასა და რუსეთის ფედერაციასთან. ჩვენ ასევე შევთანხმდით კონტაქტების გაგრძელებაზე”, – თქვა ფაშინიანმა.