აშშ-ში კოვიდინფიცირებით 800 ათასი ადამიანი გარდაიცვალა

ამერიკის შეერთებულ შტატებში „კოვიდ-19“-ით ინფიცირების გამო გარდაცვლილთა რაოდენობამ პიკს მიაღწია. ბოლო მონაცემებით ცნობილი ხდება, რომ, პანდემიის დაწყებიდან დღემდე, ქვეყანაში კოვიდინფექციით 800 ათასი ადამიანი გარდაიცვალა, აქედან – 200 ათასი ბოლო ერთი წლის მანძილზე, მას შემდეგ, რაც ქვეყანაში საყოველთაო იმუნიზაცია დაწყო.

გარდაცვლილთა რაოდენობის შესახებ ინფორმაციას ჯონს ჰოპკინსის უნივერსიტეტი ავრცელებს. დასკვნაში წერია, რომ გარდაცვლილთა რაოდენობა,  ჯამურად, ატლანტისა და სენტ- ლუისის მთლიანი მოსახლეობის ეკვივალენტურია, რაც იმას ასახავს, თუ რამდენად დიდია მიღებული ლეტალური შედეგი.
შეგახსენებთ, რომ ამერიკის შეერთებული შტატები კოვიდინფიცირების მაჩვენებლით ლიდერი სახელმწიფოა. ვაშინგტონის უნივერსიტეტის მონაცემებით კი, გარდაცვლილთა რაოდენობამ უკვე კარგა ხანია, 800 ათასს გადააჭარბა. მათი ინფორმაციით, კოვიდინფიცირებით გამოწვეული ლეტალური შედეგი 880 ათასია და მონაცემები ყოველდღიურად იცვლება.

წყარო: https://www.euronews.com/2021/12/15/tragic-milestone-us-covid-deaths-hit-800-000-a-year-into-vaccine-drive

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები