თბილისში ოჯახის სამი წევრი გარდაცვლილი ნახეს

თბილისში, საცხოვრებელ ბინაში სამი ადამიანი გარდაცვლილი იპოვეს.

“კვირას” ინფორმაციით, ისინი ადიგენის მუნიციპალიტეტიდან არიან.

გარდაცვლილია 35 წლის ქალი, მისი მეუღლე და დედა.

ამ ეტაპზე, უცნობია, რა გახდა მათი დაღუპვის მიზეზი. სავარაუდო მიზეზად გაზის გაჟონვა სახელდება.
„გარდაცვლილია ახალგაზრდა გოგო, ქმარი და გოგონას დედა. წამოშობით ადიგენიდან არიან და თბილისში ცხოვრობდნენ, გარდაცვალების მიზეზი მეც არ ვიცი“, – ამბობს ”კვირასთან” ადიგენის მუნიციპალიტეტის მერი, გოჩა ქიმაძე.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები