მიხეილ სარჯველაძე: თუ სპეციალისტები ამბობენ, რომ სააკაშვილს მკურნალობა ესაჭიროება, ეს ავტომატურად არ ნიშნავს, რომ ის გორში უნდა დარჩეს
პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარის, მიხეილ სარჯველაძის განცხადებით, კონსილიუმის განცხადება, რომ სააკაშვილს მკურნალობა ესაჭიროება, არ ნიშნავს იმას, რომ ის გორში უნდა.
„თუ სპეციალისტები ამბობენ, რომ სააკაშვილს რაღაც მკურნალობა ესაჭიროება, ეს ავტომატურად არ ნიშნავს იმას, რომ გორში უნდა დარჩეს. ამას სჭირდება ახსნა, რატომ მაინცდამაინც გორში და რატომ არ შეიძლება, ის იმყოფებოდეს საპატიმრო დაწესებულებაში“, – განაცხადა მიხეილ სარჯველაძემ.
სახალხო დამცველთან არსებული ექიმების ჯგუფმა მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობასთან დაკავშირებით დასკვნა გამოაქვეყნა.