ჯანმო: ევროპაში ბოლო ერთ კვირაში კორონავირუსით ინფიცირება 7%-ით, ხოლო გარდაცვალების 3%-ით არის შემცირებული

ევროპის რეგიონში ბოლო ერთ კვირაში კორონავირუსით ინფიცირების მაჩვენებელი 29 ნოემბერი-5 დეკემბერთან შედარებით 7%-ით არის შემცირებული, ხოლო ლეტალობის სტატისტიკა – 3%-ით.

ამის შესახებ ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ყოველკვირეულ ბიულეტენშია ნათქვამი.

ამასთანავე, მსოფლიოში ბოლო ერთ კვირაში კორონავირუსით 4 000 817 ადამიანი დაინფიცირდა, რაც 29 ნოემბერი-5 დეკემბერთან შედარებით 5%-ით ნაკლებია.

ასევე, 6 – 12 დეკემბერს ვირუსს 46 961 პაციენტი შეეწირა, რაც 29 ნოემბერი-5 დეკემბერთან შედარებით 10%-ით ნაკლებია.

აღინიშნება, რომ გამოვლენილი ინფიცირების 65%, ხოლო გარდაცვალების 60% სწორედ ევროპის რეგიონზე მოდის.

ინფიცირების მნიშვნელოვანი ზრდა დაფიქსირდა აფრიკაში 111%-ით; ამავდროულად, გასულ კვირას შესამჩნევად ნაკლები შემთხვევა დაფიქსირდა ამერიკაში – 10%-ით; სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიაში 10%-ით და დასავლეთ წყნარი ოკეანის რეგიონში 7%-ით.

სიკვდილიანობა გაიზარდა დასავლეთ წყნარი ოკეანის რეგიონში 4%-ით; მაგრამ შემცირდა სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიაში 50%-ით; ამერიკაში 14%-ით; აღმოსავლეთ ხმელთაშუა ზღვაში 3%-ით და აფრიკაში – 1%-ით.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები