კელი დეგნანი: აშშ დიდი ხანია, საქართველოს პარტნიორია მართლმსაჯულების რეფორმის პროცესში

საქართველოში აშშ-ის ელჩის, კელი დეგნანის განცხადებით, აშშ დიდი ხანია, საქართველოს პარტნიორია მართლმსაჯულების რეფორმის პროცესში.

მისივე თქმით, აშშ მზადა, მხარი დაუჭიროს მართლმსაჯულების რეფორმის ძალისხმევას.

„აშშ დიდი ხანია, საქართველოს პარტნიორია მართლმსაჯულების რეფორმის პროცესში, რაც მიმართულია ამ სისტემის მიუკერძოებლობის, დამოუკიდებლობის განმტკიცებისა და მართლმსაჯულების კომპეტენციის ამაღლებისკენ. ჩვენ მზად ვართ, მხარი დავუჭიროთ რეფორმის ნებისმიერ ძალისხმევას. ის, რომ დღეს ამ ღონისძიებას ვმასპინძლობთ, რომელიც კანონის პრაქტიკაში გამოყენებას ეხება,  იმის ნიშანია, რომ მხარდაჭერას ვაგრძელებთ. მე ვიტყოდი, რომ უკვე არსებობს საერთაშორისო რეკომენდაციები, რომელთა იმპლემენტაცია მოხდა. ჩვენ წვლილი შევიტანეთ ამაში, ვიმუშავეთ პარლამენტთან. ახლა კიდევ არის ვენეციის კომისიის თვალსაჩინო რეკომენდაციები, რეკომენდაციებია აშშ-სგან და სხვა საერთაშორისო ექსპერტებისგან, გზებთან დაკავშირებით, რომლითაც საქართველოს მართლმსაჯულების სისტემა განმტკიცდება. იმედი მაქვს, შემდეგი ნაბიჯი იქნება ამ რეკომენდაციების ამოქმედება. ეს ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან ვნახეთ, საქართველოს პოლიტიკური ლიდერები უკვე შეთანხმდნენ, რომ ეს აუცილებელი რეფორმებია, რაც პრიორიტეტული უნდა იყოს. პირველ რიგში, პრიორიტეტულად აამოქმედეთ ეს რეკომენდაციები და ჩვენ მოხარული ვიქნებით, მართლმსაჯულების სისტემის დამატებით განმტკიცებაზე დისკუსიაში მონაწილეობა მივიღოთ“, – განაცხადა კელი დეგნანმა.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები