სამხრეთ სუდანში დაუდგენელ დაავადებას 89 ადამიანი შეეწირა
სამხრეთ სუდანში ბოლო რამდენიმე კვირის განმავლობაში უცნობი დაავადებით, სულ მცირე, 89 ადამიანი გარდაიცვალა.
ამის შესახებ ინფორმაციას სამხრეთ აფრიკის რადიოსადგური – SABC ავრცელებს.
აღინიშნება, რომ ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ უკვე გაგზავნა ქვეყანაში საგანგებო კვლევითი სამუშაო ჯგუფი.
უცნობი დაავადების ეპიცენტრი ქვეყნის აღმოსავლეთით მდებარე, ჯონგლის შტატი გახდა.
დაავადებულთა უმეტესობა ბოლო 60 წლის განმავლობაში ყველაზე მასშტაბური წყალდიდობის შედეგად დაზარალებულ რაიონებში ცხოვრობს.
თავიდან საუბარი თითქოს ქოლერაზე მიდიოდა, თუმცა, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ექსპერტებმა ეს ინფორმაცია არ დაადასტურეს.