Oxfam: სომალის მოსახლეობის თითქმის ნახევარი შიმშილის ზღვარზეა

ბრიტანული საქველმოქმედო ორგანიზაცია Oxfam-ის ანგარიშის მიხედვით, სომალი ბოლო 40 წლის განმავლობაში ყველაზე უარესი გვალვის სეზონის წინაშე დგას და 2022 წელს მილიონობით ადამიანს შიმშილი ემუქრება.

ანგარიშის მიხედვით, ქვეყნის მოსახლეობის დაახლოებით 90% განიცდის ძლიერ გვალვას, ზედიზედ სამი სეზონია. ზოგიერთ რეგიონს ბოლო 40 წლის განმავლობაში ყველაზე მშრალი სეზონი ემუქრება.

ქვეყნის დაახლოებით 3,5 მილიონი ადამიანი უკვე განიცდის მძიმე სასურსათო უკმარისობას, ხოლო კიდევ მილიონობით ადამიანს მომავალი წლის დასაწყისში შიმშილი ემუქრება.

ექსპერტების აზრით, ეს გამოწვეულია იმით, რომ მომავალ სეზონზე მოსავლის დარგვის ან პირუტყვისთვის საძოვრების პოვნის შანსი ნულამდეა დაყვანილი.

Oxfam-ის შეფასებით, 7,7 მილიონ ადამიანს, რაც სომალის მოსახლეობის, დაახლოებით, ნახევარს შეადგენს, 2022 წელს სასწრაფო ჰუმანიტარული დახმარება დასჭირდება, რაც 2021 წელთან შედარებით 30%-ით მეტია.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები