ბატალიონ ,,ვოსტოკის” მეთაურმა აღიარა, რომ სეპარატისტებს შეიარაღებაში სარაკეტო დანადგარი ,,ბუკი” აქვთ

აღმოსავლეთ უკრაინაში მოქმედი პრორუსი სეპარატისტების ლიდერმა ალექსანდრე ხოდაკოვსკიმ აღიარა, რომ შეიარაღებაში რუსული წარმოების სარაკეტო-საზენიტო კომპლექსი “ბუკი” აქვთ. ბატალიონ ,,ვოსტოკის” მეთაურმა ამის შესახებ ბრიტანულ სააგენტო “როიტერთან” ინტერვიუში განაცხადა.
ამერიკული დაზვერვისა და უკრაინის ძალოვანი სტრუქურების მონაცემებით, დონეცკის მახლობლად მალაიზიური “ბოინგი” სწორედ ასეთი დანადგარიდან გაშვებული რაკეტით ჩამოადგეს. ხოდაკოვსკის განცხადებით, მან ლუგანსკიდან “ბუკის” კომპლექსის ჩამოტანის შესახებ იმ მომენტში გაიგო, როცა ეს ტრაგედია დატრიალდა და დასძინა, რომ იგი, სავარაუდოდ, უკანვე წაიღეს, რათა ამის შესახებ ყველა მტკიცებულება გამქრალიყო. სეპარატისტების ლიდერის თქმით, უკრაინის მთავრობამ იცოდა, რომ სეპარატისტებს “ბუკი” ჰქონდათ, მაგრამ არაფერი გააკეთა უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად, პირიქით, ავიადარტყმებით მისი გამოყენების პროვოცირება მოახდინა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები