უნგრეთში ავტომობილი, რომელშიც მიგრანტები იმყოფებოდნენ, სახლს დაეჯახა – შვიდი ადამიანია დაღუპული
უნგრეთში სერბული სანომრე ნიშნის მქონე ავტომობილი, რომელშიც მიგრანტები იმყოფებოდნენ, სახლს დაეჯახა.
მომხდარის შედეგად, შვიდი ადამიანია დაღუპული, ოთხი კი დაშავებული.
Reuters-ი წერს, რომ ავარია მას შემდეგ მოხდა, რაც მანქანის მძღოლი პოლიციის მოთხოვნას გაჩერებაზე არ დაემორჩილა.
ავტომობილი ქალაქ სეგედში მიემართებოდა, მასში 10 მიგრანტი იმყოფებოდა.
პოლიციაში აცხადებენ, რომ მძღოლი, რომელიც ასევე დაშავდა, დაკავებულია.
აღძრულია სისხლის სამართლის საქმე ტრეფიკინგისა და სასიკვდილო მასობრივი ავტოსაგზაო შემთხვევის მუხლებით.