ადვოკატი: გავაგრძელებთ ყველა იმ ნაბიჯის გადადგმას, რითაც შეიძლება, დავადასტუროთ, რომ სააკაშვილი რეჟიმის მხრიდან გახდა არაადამიანური მოპყრობის მსხვერპლი

საქართველოს მესამე პრეზიდენტს, მიხეილ სააკაშვილს გორის სამხედრო ჰოსპიტალში უფლებადამცველები ხვდებიან.

როგორც მისმა ადვოკატმა, დიმიტრი საძაგლიშვილმა ჰოსპიტალში შესვლამდე ჟურნალისტებთან საუბრისას აღნიშნა, გააგრძელებენ ყველა იმ ნაბიჯის გადადგმას, რითაც შეიძლება, დადასტურდეს, რომ სააკაშვილი სახელმწიფოს მხრიდან არაადამიანური მოპყრობის მსხვერპლი გახდა.

“ჩვენ გავაგრძელებთ ყველა იმ ნაბიჯის გადადგმას, რითაც შეიძლება, დავადასტუროთ, რომ მიხეილ სააკაშვილი სახელმწიფოს მხრიდან, რეჟიმის მხრიდან გახდა არაადამიანური მოპყრობის მსხვერპლი და ჩვენ ვნახეთ უკვე პირველი წარმატება ამ გზაზე, როცა სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურმა დაადგინა 8 ფაქტი დარღვევის, იუსტიციის სამინისტროს და პენიტენციური სამსახურის მხრიდან მიხეილ სააკაშვილის პერსონალური ინფორმაციის უკანონო მოპოვება-გასაჯაროებასთან დაკავშირებით, ასევე, მისი ღირსების შემლახველი მოქმედებების განხორციელებასთან დაკავშირებით”, – განაცხადა დიმიტრი საძაგლიშვილმა.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები