გიული ალასანია: ვფიქრობ, თუ საპატრიარქო აქტიურად ჩაერთვება პროცესში, კარგი იქნება

საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის დედა, გიული ალასანია მეუფე იაკობის განცხადებას გამოეხმაურა, რომელიც ამბობს, რომ შერიგება ეკლესიაში უნდა შედგეს, რადგან ეკლესიაში შერიგება ერთმანეთის ღირსების გაფრთხილებას ნიშნავს.

ალასანია ფიქრობს, რომ თუ შერიგების საკითხში საპატრიარქო ჩაერთვება, ეს დადებით გავლენას მოახდენს პროცესზე.

“ძალიან კარგი ინიციატივაა, ძალიან მომწონს. საპატრიარქოს ძალიან მაღალი ნდობა აქვს საზოგადოებაში. ვფიქრობ, თუ საპატრიარქო აქტიურად ჩაერთვება ამ პროცესში, წარმატებული იქნება. მე ყოველთვის სიამოვნებით შევხვდები პატრიარქს”, – აღნიშნა ალასანიამ.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები