რადაში ფრაქცია ,,კომუნისტები” დაიშალა

უკრაინული მედიის ინფორმაციით, რადას სპიკერმა ალექსანდრე ტურჩინოვმა ,,კომუნისტური ფრაქციის” დაშლის შესახებ ოფიციალურად გამოაცხადა. ამ გადაწყვეტილების შესახებ განცხადება სპიკერმა პრეზიდენტის ხელმოწერის საფუძველზე გააკეთა. აღსანიშნავია, რომ 2014 წლის 1 ივლისს, ფრაქციაში დეპუტატების რაოდენობა 33-დან 23-მდე შემცირდა, ეს კი იმაზე ბევრად ცოტაა, რაც ფრაქციისთვის არის საჭირო. აქედან გამომდინარე, დღის წესრიგში დადგა კომუნისტური ფრაქციის დაშლის საკითხი. მომხდარის შემდეგ სკანდალური განცხადება გააკეთა ტურჩინოვმა: “ეს ისტორიული მომენტია. ვიმედოვნებ, რომ ამიერიდან “კომუნისტური პარტია” უკრაინის უმაღლეს რადაში აღარ იქნება”, – განაცხადა რადას სპიკერმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები