გიორგი კახიანი: ეს ჩვეულებრივი და სრულიად გასაგები გადაწვეტილებაა, რომელიც ეკა ტიკარაძემ ხანგრძლივი მინისტრობის შემდეგ მიიღო

საპარლამენტო უმრავლესობის დეპუტატის, გიორგი კახიანის განცხადებით, ეკატერინე ტიკარაძის გადაწყვეტილებას ყველამ პატივი უნდა სცეს. მისი თქმით, ამის უკან არანაირი კონფლიქტი და უთანხმოება არ უნდა დავინახოთ.

როგორც კახიანმა აღნიშნა, ტიკარაძის გადაწყვეტილება დაკავებული პოსტიდან გადადგომაზე პირადად მისთვის გასაგებია, რადგან მინისტრობა უმძიმეს პერიოდში მოუწია.

“მან გადადგომის მიზეზები ახსნა – მინისტრის თანამდებობაზე მუშაობა ურთულეს პერიოდში მოუწია, როცა მსოფლიოში არის პანდემია და ჯანდაცვის სფეროში დიდი გამოწვევები იყო. ჩვენ ეკა ტიკარაძის გადაწყვეტილებას პატივი უნდა ვცეთ და ამის უკან რაიმე კონფლიქტი და უთანხმოება არ უნდა დავინახოთ. ეს ჩვეულებრივი და სრულიად გასაგები გადაწვეტილებაა, რომელიც ეკა ტიკარაძემ ხანგრძლივი მინისტრობის შემდეგ მიიღო”, – განაცხადა გიორგი კახიანმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები