გია ვოლსკი – ომბუდსმენზე: მისთვის „ქართული ოცნება“ ჩამოყალიბდა, როგორც პოლიტიკური ოპონენტი და არა ხელისუფლება, რომელიც უნდა აკრიტიკო

პარლამენტის პირველი ვიცესპიკერის, გია ვოლსკის შეფასებით, სახალხო დამცველი პოლიტიკურ პლატფორმაზე დგას. შესაბამისი განცხადება დეპუტატმა ადამიანის უფლებათა მდგომარეობის შესახებ სახალხო დამცველის წლის შემაჯამებელ ანგარიშზე საუბრისას გააკეთა.

მისი თქმით, ნინო ლომჯარიასთვის „ქართული ოცნება“ ჩამოყალიბდა, როგორც პოლიტიკური ოპონენტი და არა ხელისუფლება, რომელიც უნდა აკრიტიკო.

„სახალხო დამცველად ნინო ლომჯარია იმიტომ შევარჩიეთ, რომ კრიტიკული იყოს და არა – ტაშის დამკვრელი. არის თემები, რომლებიც შესაძლოა, რაღაც პრობლემას აღწერდეს, მაგრამ აღწერისა და მიწოდების ფორმით იმ დამოკიდებულებას გამოხატავს, რომელიც ნინო ლომჯარიამ ერთხელ „ფეისბუქში“ ირაკლი კობახიძის წინააღმდეგ გამოხატა რაღაც განცხადებების მოწონებით და იმ ღლიცინში ჩაერთო, რაც მის პოლიტიკურ გემოვნებას, დამოკიდებულებასაც გამოხატავს. მისთვის „ქართული ოცნება“ ჩამოყალიბდა, როგორც პოლიტიკური ოპონენტი და არა ხელისუფლება, რომელიც უნდა აკრიტიკო.

ბევრი სხვა მომენტი არსებობს, როცა მას თვალი დაუხუჭავს და რეაგირება არ მოუხდენია. ჩემთვის სკანდალურობა იმაშია, რომ სახალხო დამცველი პოლიტიკურ პლატფორმაზე დგას, თორე, სახალხო დამცველთან რომ პოლემიკაში იყო, თუნდაც სახელმწიფო ინსპექტორთან, ეს ჩვეულებრივი ამბავია, რაშიც დასაძრახს ვერაფერს ვხედავ“, – განაცხადა გია ვოლსკიმ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები