ნინო ლომჯარია: იგეგმება სახალხო დამცველის კონსილიუმის ვიზიტი გორის სამხედრო ჰოსპიტალში, დავამატებთ სპეციალისტებსაც, რადგან გამოიკვეთა პრობლემები, მათ შორის, სავარაუდოდ, ფსიქიკური ჯანდაცვის მიმართულებით
სახალხო დამცველის, ნინო ლომჯარიას განცხადებით, სახალხო დამცველის სამედიცინო კონსილიუმი გორის სამხედრო ჰოსპიტალში ვიზიტსა და საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის მონახულებას უახლოეს დღეებში გეგმავს.
“უახლოეს დღეებში იგეგმება სახალხო დამცველის სამედიცინო კონსილიუმის ვიზიტი გორის სამხედრო ჰოსპიტალში. ასევე, ჩვენ დავამატებთ სხვა დარგის სპეციალისტებსაც, შესაბამისი მიმართულებებით, რადგან ახალი მიმართულებებით გამოიკვეთა პრობლემები, მათ შორის, სავარაუდოდ, ფსიქიკური ჯანდაცვის მიმართულებით. ამიტომ, ამ საკითხებს ჯერ შევისწავლით, ვნახავთ სამედიცინო ჩანაწერებს, იგივე დოზირების საკითხებს, რამდენად მართებულად წარიმართა მისი მკურნალობა ამ მიმართულებით და გვექნება ჩვენი შესაბამისი დასკვნა, რომელიც მხარეს შეუძლია, გამოიყენოს სამართალწარმოების დროს სტრასბურგში”, – განაცხადა ლომჯარიამ.