გიორგი ამილახვარი: სულ ვამბობდით, რომ გახარია პირდაპირ თუ ირიბად წყალს ასხამდა “ნაცმოძრაობის” პოლიტიკაზე – ღმერთმა მშვიდობაში მოახმაროთ მათ ეს თანამშრომლობა
“ჩვენ სულ ვამბობდით, რომ გიორგი გახარია პირდაპირ თუ ირიბად თანამშრომლობდა თუ წყალს ასხამდა “ნაცმოძრაობის” პოლიტიკაზე”, – ასე გამოეხმაურა საპარლამენტო უმრავლესობის წევრი, გიორგი ამილახვარი “ნაციონალური მოძრაობის” მზადყოფნას, რომ წალენჯიხის, ზუგდიდის, სენაკის, ჩხოროწყუსა და რუსთავის საკრებულოების თავმჯდომარეებად გახარიას პარტიის კანდიდატებს მხარი დაუჭიროს.
მისივე თქმით, მათი თანამშრომლობა საცოდავი რეალობაა.
“ჩვენ სულ ვამბობდით, რომ გიორგი გახარია პირდაპირ თუ ირიბად თანამშრომლობდა თუ წყალს ასხამდა “ნაციონალური მოძრაობის” პოლიტიკაზე და დღეს უკვე ვხედავთ ნიკა მელიას უკუპოზიციას, რომ მზად არის, ითანამშრომლოს გახარიას პარტიასთან. ეს გვაქვს ის ძალიან საცოდავი რეალობა, ასე ვიტყოდი, რომ, ერთი მხრივ, “ნაციონალურ მოძრაობაში” დაწყებულია რღვევა და, მეორე მხრივ, ვხედავთ, თითქოს რაღაც თანამშრომლობის ეფექტებს “ნაციონალურ მოძრაობასა” და გახარიას შორის. ღმერთმა მშვიდობაში მოახმაროთ მათ ეს თანამშრომლობა”, – აცხადებს ამილახვარი.