საქართველოს საპარლამენტო დელეგაცია ამერიკის შეერთებულ შტატებში ვიზიტს აგრძელებს

ამერიკის შეერთებულ შტატებში ვიზიტის ფარგლებში, საქართველოს საპარლამენტო დელეგაციის წევრებმა შეხვედრა გამართეს ეროვნული დემოკრატიული ინსტიტუტის (NDI) დირექტორთან, დერეკ მიტჩელთან.

პარლამენტის ინფორმაციით, შეხვედრები ასევე გაიმართა კონგრესმენ ერიკ სვოლველთან და სენატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტში. ეროვნულ დემოკრატიული ინსტიტუტის (NDI) დირექტორთან შეხვედრისას იმ რეფორმების დღის წესრიგზე ისაუბრეს, რომელიც საქართველოს პარლამენტს სხვდასხვა მიმართულებით გააჩნია, მათ შორის, საუბარი შეეხო დეცენტრალიზაციის რეფორმას. მხარეებმა ასევე განიხილეს საარჩევნო რეფორმის საკითხები და ისაუბრეს დეზინფორმაციის წინააღმდეგ გასატარებელ ზომებზე. პარლამენტის წევრებმა მადლობა გადაუხადეს ეროვნულ დემოკრატიული ინსტიტუტს (NDI) საქართველოს პარლამენტის და ზოგადად ქვეყანას აქტიური დახმარებისთვის.

NDI-ის დირექტორის, დევიდ მიტჩელის განცხადებით, საქართველო მათთვის პრიორიტეტული ქვეყანაა. მან გამოთქვა სურვილი, რომ მომავალშიც ჩაერთონ რეფორმებთან დაკავშირებულ საკითხებში და დაეხმარონ საქართველოს იმ მიმართულებით, რასაც ჩვენი ქვეყანა ჩათვლის საჭიროდ. ერიკ სვოლველთან შეხვედრისას მხარეებმა, უსაფრთხოების და თავდაცვისუნარიანობის ამაღლების, ასევე, საქართველოს ნატო-ში ინტეგრაციის საკითხები განიხილეს. კონგრესმენმა ქართულ მხარეს საკანონმდებლო დონეზე მხარდაჭერა აღუთქვა. ასევე, აღნიშნა რომ ყველაფერს გააკეთებს, იმისთვის რომ ხმა მიაწვდინოს აშშ-ის აღმასრულებელ ხელისუფლებას, რათა საქართველომ თავდაცვის და უსაფრთხოების სფეროში აშშ-სგან მეტი დახმარება მიიღოს.

საქართველოს საპარლამენტო დელეგაციამ შეხვედრა გაიმართა კონგრესმენებთან: ალექს მუნთან, დევიდ მილერთან, რონალდ ჯინ იესტესთან, ენდი ჰარისთან, ჯონ როუზთან და ენდრიუ კლაიდთან. შეხვედრაზე, სხვა მნიშვნელოვან საკითხებთან ერთად, ეკონომიკური კავშირების განმტკიცებაზე და თავისუფალი ვაჭრობის საკითხებზე ისაუბრეს. საქართველოს პარლამენტის დელეგაციის შემადგენლობაში არიან საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე – ნიკოლოზ სამხარაძე, თავდაცვის და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარე – ირაკლი ბერაია და საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე – გიორგი ხელაშვილი.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები