სირიაში ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. ელჩისა და ჩინეთის ელჩის შეხვედრის გამო, საგარეო უწყებაში ჩინეთის ელჩს განმარტებისთვის ელოდებიან

დამასკოში ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. ელჩის, ბაგრატ ხუთაბასა და სირიაში ჩინეთის ელჩის, ფენ ბიაოს შეხვედრასთან დაკავშირებით საქართველოს საგარეო უწყებაში ჩინეთის ელჩი განმარტებისთვის არის მიწვეული.

ამის შესახებ “კვირა”-ს საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესისა და ინფორმაციის დეპარტამენტში განუცხადეს.

აღინიშნება, რომ, წინასწარი ინფორმაციით, ადგილი აქვს გაუგებრობას, რაზეც გაკეთდება შესაბამისი განმარტება.

გარდა ამისა, უწყებაში აცხადებენ, რომ საქართველოს საელჩოს ჩინეთში ასევე ჰქონდა კომუნიკაცია ჩინეთის საგარეო უწყებასთან და ჩინეთი პატივს სცემს საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას.

“შედგა კომუნიკაცია ჩინეთის ელჩთან საქართველოში და ველოდებით მის მოსვლას უწყებაში განმარტებისთვის, ასევე, გავრცელებული ინფორმაციის შესახებ ცნობებს. წინასწარი ინფორმაციით, ადგილი აქვს გაუგებრობას, რაზეც გაკეთდება შესაბამისი განმარტება. საქართველოს საელჩოს ჩინეთში ასევე ჰქონდა კომუნიკაცია ჩინეთის საგარეო უწყებასთან. ჩინეთი პატივს სცემს საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას”, – ნათქვამია საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესისა და ინფორმაციის დეპარტამენტის მიერ “კვირა”-სთვის გაკეთებულ კომენტარში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები