შალვა პაპუაშვილი: საკონსტიტუციო ცვლილებებს „ქართული ოცნება“ ოპოზიციის გარეშე ვერ მიიღებს, ხოლო ოპოზიცია – „ქართული ოცნების“ გარეშე, ამიტომ, საჭიროა შეთანხმება
საპარლამენტო უმრავლესობის წევრის, შალვა პაპუაშვილის განცხადებით, საკონსტიტუციო ცვლილებებისთვის მმართველ გუნდსა და ოპოზიციას შორის შეთანხმებაა საჭირო.
მისივე თქმით, რიგგარეშე არჩევნების საკითხი დღის წესრიგიდან უნდა მოიხსნას.
“საკითხი მარტივია – საკონსტიტუციო ცვლილებებს „ქართული ოცნება“ ოპოზიციის გარეშე ვერ მიიღებს, ხოლო ოპოზიცია – „ქართული ოცნების“ გარეშე. ამიტომ, საჭიროა შეთანხმება. იმისთვის, რომ იყოს შეთანხმება, უნდა იყოს შეთანხმების ატმოსფერო და არა – დაძალების, იძულების, მოთხოვნის. შეუძლებელია ერთი მხრივ, იმაზე საუბრობდე, რომ შეთანხმება გინდა და ითხოვდე პარლამენტის რიგგარეშე არჩევნებს. მინიმუმ რიგგარეშე არჩევნების საკითხი უნდა მოიხსნას. საკითხი თავად ამომრჩეველმა მოხსნა იმით, რომ „ქართულ ოცნებას“ 47%-იანი ნდობა გამოუცხადა. ახლა ოპოზიცია ცდილობს, ამომრჩევლის ნების საწინააღმდეგოდ დესტრუქციული დღის წესრიგი შექმნას და რიგგარეშე არჩევნები მოითხოვოს”, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.