“ნაციონალურმა მოძრაობამ” შესარიგებლად უნდა მიმართოს არა პარლამენტს ან პრეზიდენტს, არამედ – ქართველ ხალხს”, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, შალვა პაპუაშვილმა განაცხადა.
მისივე თქმით, შერიგებამდე პატიების თხოვნაა საჭირო.
“საკითხის ასე დაყენება სააკაშვილის მსხვერპლთა უპატივცემულობაა და ეს მიუღებელია. რაც შეეხება ეროვნულ შერიგებას, ჯერ პატიებას არავინ ითხოვს. ამიტომ, ჯერ პატიება მოითხოვონ. “ნაციონალური მოძრაობა” შესარიგებელია ქართველ ხალხთან, ამიტომ მათ ქართველ ხალხს უნდა მიმართონ, ვინც მათ უარი უკვე მერვედ უთხრა არჩევნებზე. ასე რომ, სჯობს, გზები მოძებნონ, როგორ შეურიგდნენ ქართველ ხალხს. ეს ის ხალხია, ვინც მათი მმართველობის ცხრაწლიან პერიოდში დაზიანდნენ, გამოიარა სასჯელაღსრულების სისტემა, ვისაც ქონება წაართვეს, გაირიყა და დაიჩაგრა”, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.