ინფექციონისტი: „ომიკრონმა“ საკმაოდ ბევრი მუტაცია განიცადა, საფრთხეს წარმოადგენს, თუმცა, თუ აცრილთა რაოდენობა ბევრი იქნება, გადაიქცევა ჩვეულებრივი გრიპად

ინფექციონისტ მაია ზალდასტანიშვილის განცხადებით, “ომიკრონის” შტამი საფრთხეს წარმოადგენს, თუმცა, თუ მოსახლეობის უმრავლესობა აიცრება, “კოვიდ-19”-ის ეს ვარიანტიც ჩვეულებრივ გრიპად გადაიქცევა.
„საინტერესო ფაქტი გვიჩვენა „ომიკრონმა“ – საკმაოდ ბევრი მუტაცია განიცადა, ძალიან გავრცელებადია, საფრთხეს წარმოადგენს, მაგრამ, სამაგიეროდ, არ ახასიათებს მძიმე მიმდინარეობა. ეს ფაქტი რაღაც საიმედოს იძლევა იმ მხრივ, რომ თუ ავიცრებით და აცრილთა რაოდენობა ბევრი იქნება, ბოლოს და ბოლოს, გადაიქცევა სხვა კოვიდ-ინფექციების მსგავსად, როგორც ჩვეულებრივი გრიპი“, – განაცხადა მაია ზალდასტანიშვილმა

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები