პაატა მანჯგალაძე: პრეზიდენტმა სააკაშვილი უნდა შეიწყალოს, ეს გამოსავალია

მიხეილ სააკაშვილის საპატიმროში ყოფნა მუდმივი დესტაბილიზაციისა და რყევების საფუძველი იქნება, – ამის შესახებ პარლამენტის წევრმა, პაატა მანჯგალაძემ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.

„სავალდებულო არ არის, ყველა ყველას შეურიგდეს, ყველა გვიყვარდეს და კეთილგანწყობილი ვიყოთ. ჩვენი მოქალაქეების ვალდებულებაა, არ გვინდოდეს ერთმანეთის განადგურება და დევნა განსხვავებული აზრის გამო. ასეთი პრეცედენტები მსოფლიოში ყოფილა, როცა მხარეები თანხმდებიან, რომ ქვეყანაში პროცესების ასე გაგრძელება არ შეიძლება და ფუნდამენტურ საკითხებზე თანხმდებიან. არავინ არავის არაფერი უნდა აპატიოს, არ უნდა შეურიგდეს, ჩვენ სამართლებრივი დოკუმენტი გვჭირდება, რათა მომავალში არ იყოს პოლიტიკური ნიშნით დევნა და ანგარიშსწორება პოლიტიკური ლიდერების მიმართ. მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლება უნდა მოხდეს, რადგან სასამართლო არ არის თავისუფალი. პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა, როგორც არბიტრმა, მიხეილ სააკაშვილი უნდა შეიწყალოს. გამოსავალია ეს! სხვა მხრივ, მიხეილ სააკაშვილის საპატიმროში ყოფნა მუდმივი დესტაბილიზაციის და რყევების საფუძველი იქნება”, – განაცხადა პაატა მანჯგალაძემ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები