გიორგი ხანიშვილი ამერიკული სასოფლო-სამეურნეო ტექნიკის მწარმოებელი საერთაშორისო კომპანიის – John Deere წარმომადგენლებს შეხვდა
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის პირველი მოადგილე – გიორგი ხანიშვილი ამერიკული სასოფლო-სამეურნეო ტექნიკის მწარმოებელი საერთაშორისო კომპანიის – John Deere წარმომადგენლებს შეხვდა, – ამის შესახებ ინფორმაციას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო ავრცელებს.
მათივე ცნობით, შეხვედრას კომპანიის John Deere აღმოსავლეთ ევროპისა და შუა აზიის რეგიონის ახალი ხელმძღვანელი – ალექსეი კუზნეცოვი და სოფლის განვითარების სააგენტოს დირექტორის მოადგილე – გიორგი ჯიბლაძე ესწრებოდნენ.
მინისტრის პირველმა მოადგილემ კომპანიის წარმომადგენლებს სასოფლო-სამეურნეო მექანიზაციის თანადაფინანსების სახელმწიფო პროგრამის დეტალები გააცნო. აღნიშნული პროგრამა ფერმერებს ტექნიკის შესასყიდად საჭირო ფინანსებზე ხელმისაწვდომობის შესაძლებლობას აძლევს. გიორგი ხანიშვილმა შეხვედრაზე აღნიშნა, რომ მიესალმება ერთ-ერთი საუკეთესო ხარისხის სასოფლო-სამეურნეო ტექნიკის მწარმოებელი ამერიკული ბრენდის – John Deere საქართველოში შემოსვლას.
„ვფიქრობ, კომპანია John Deere მცირე და საშუალო ფერმერებს საჭირო ტექნიკასთან წვდომის მეტ შესაძლებლობას მისცემს და დიდი ფართობის სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ხარისხიან დამუშავებას შეუწყობს ხელს“, – განაცხადა გიორგი ხანიშვილმა. მხარეებმა სამომავლო თანამშრომლობისთვის მზადყოფნა გამოთქვეს.