მეტროს ლიანდაგებში ჩავარდნილი მამაკაცი ინგოროყვას კლინიკაში გადაიყვანეს

მამაკაცი, რომელიც მეტროს სადგურ “სადგურის მოედანზე” ლიანდაგებში ჩავარდა, ინგოროყვას სახელობის საუნივერსიტეტო კლინიკაშია გადაყვანილი, – ამის შესახებ „კვირას“ სასწარაფო სამედიცინო დახმარების სამსახურის პრესსამსახურის უფროსმა ნინო სამადაშვილმა განუცხადა. მისი თქმით, მამაკაცს თავისა და კისრის მიდამოებში ტრამვები აღენიშნებოდა. 60 წლამდე ასაკის პაციენტს კლინიკაში დამატებითი გამოკვლევები ჩაუტარდება.
მამაკაცი მეტროს ლიანდაგებში დღეს საღამოს ჩავარდა. მეტროპოლიტენის წარმომადგენელის თამაზ რობაქიძის განცხადებით, მისი ამოყვანა დროულად მოხერხდა. აღნიშნულის გამო მატარებლების მოძრაობა დროებით შეჩერებული იყო, თუმცა ამჟამად მგზავრთა გადაყვანა უკვე აღდგენილია.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები