“გიორგი მღებრიშვილი მოწესრიგებული, პრინციპული და პროფესიონალია”

მე არ დავიშურებ იმ სიტყვებს, რომელიც სოზარის დახასიათების დროს წარმოვთქვი. მან მართლაც ძლიან დიდი საქმე გააკეთა. მან რადიკალურად შეცვალა მიდგომები და რეალურად ციხე აბსოლუტურად გამჭვირვალე გახადა, იმაზე მეტად გამჭვირვალე, ვიდრე ეს ჩვეულებრივ დემოკრატიულ სახელმწიფოებშია. – ეს განცხადება პრემიერმა გადაცემა „პოლიტიკის დროში“ გააკეთა.
„მან ძალიან გააუმჯობესა პატიმრების ყოფა, მათი მდგომარეობა. ის ყოველდღე, დღე და ღამე ზრუნავდა ამაზე. იქნებოდა ეს ჯანმრთელობა, იქნებოდა ეს კვება, თუ სხვა. სოზარი ბუნებით ჰუმანური ადამიანია და მასშიადამიანური გრძნობები მოჭარბებულია. ვფიქრობ, ბატონი ბიძინა ივანიშვილის მიერ კარგად იყო მოფიქრებული სოზარის დანიშვნა. სოზარმა თავის საქმე გააკეთა ამ უწყებაში, 180 გრადუსით შეცვალა ის, მთელი რიგი ფუნდამეტური ცვლილებები განახორციელა, ახლა კი საჭირო გახდა მისი რესურსის და პოტენციალის გამოყენება სხვა მიმართულებით. ეს ასევე საინტერესო მიმართულებაა”, – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა და იმედი გამოთქვა, რომ სოზარ სუბარი დევნილებზე ზრუნვაშიც ასეთივე უკომპრომისო იქნება.
ირაკლი ღარიბაშვილმა სასჯელაღსრულების მინისტრობის ახალ კანდიდატზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ გიორგი მღებრიშვილი მოწესრიგებული, პრინციპული და პროფესიონალია.
“მას აქვს შსს-სა და ფინანსთა სამინისტროში მუშაობის გამოცდილება და დაუგროვდა ის უნარები, რომელიც ამ სამსახურში ეფექტურად მუშაობისთვის არის საჭირო. ამიტომ დარწმუნებული ვარ, რომ ის ასევე ეფექტურად გაუძღვება ამ სამინისტროს”, – აღნიშნა პრემიერმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები