კახა კალაძე გიორგი შარაშიძეს: უხერხული მგონია ნეპოტიზმზე და კორუფციაზე გიორგი გახარიას პარტიის წარმომადგენელი საუბრობდეს

ძალიან უხერხული მგონია მმართველობაზე, ნეპოტიზმზე და კორუფციაზე გიორგი გახარიას პარტიის წარმომადგენელი საუბრობდეს, – ასე უპასუხა თბილისის მერმა, კახა კალაძემ დედაქალაქის საკრებულოს სხდომაზე პარტია „საქართველოსთვის“ წარმომადგენლის გიორგი შარაშიძის კრიტიკას.

კალაძემ შარაშიძეს ურჩია მოიძიოს გიორგი გახარიას პრემიერ-მინისტრობის პერიოდში განხორციელებული პროექტები.

„ძალიან უხერხული მგონია მმართველობაზე, ნეპოტიზმზე და კორუფციაზე გიორგი გახარიას პარტიის წარმომადგენელი საუბრობდეს. რაც შეეხება კორუფციის მიმართულებას და კომისიის შექმნას, პირველ რიგში, შექმენით და მოიძიეთ ის წლები, როდესაც თქვენი პარტიის თავმჯდომარე იყო პრემიერ-მინისტრი, რა ხდებოდა ნეპოტიზმის და კორუფციის მიმართულებით. გადახედეთ თქვენ წლების განმავლობაში, კაცი იყო პრემიერ-მინისტრი, რა პროექტები აქვს განხორციელებული. ერთი პროექტი დამისახელეთ და მადლობას გეტყვით“, – მიმართვა კახა კალაძემ.

გიორგი შარაშიძემ სხდომაზე განაცხადა, რომ ფრაქცია „საქართველოსთვის“ თბილისის საკრებულოში შემოვა ინიციატივით, დროებითი ანტიკორუფციული კომისიის შექმნის შესახებ, რომელიც „წერტილს დაუსვამს უამრავ კითხვას კორუფციის შესახებ“. მისივე თქმით, კომისია დიდწილად ოპოზიციის წარმომადგენლებით დაკომპლექტდება.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები