კახა კალაძე – ოპოზიციას: ჰკითხეთ თქვენს ლიდერს, მეგის ქარდავას და ზედმიწევნით აგიხსნით, რა არის წამება

„საკუთარი ექიმების დანიშნული წამლების მიღება თუ წამება ჰგონია ვინმეს, ჰკითხეთ თქვენს ლიდერს, მეგის ქარდავას და ზედმიწევნით აგიხსნით და გაჩვენებთ, რა არის წამება,“ – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ გენერალურმა მდივანმა და თბილისის მერმა, კახა კალაძემ საკრებულოში „ნაციონალური მოძრაობის“ წევრების მიერ მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით დასმული შეკითხვების საპასუხოდ განაცხადა. კალაძის თქმით, ყველა დამნაშავე უნდა დაისაჯოს მიუხედავად იმისა, თუ რა თანამდებობა ეკავა მას.

„არავის არ სიამოვნებას ადამიანის დაჭერა და საპატირმოში ყოფნა. ადამიანურად, ეს სასიამოვნო არ არის, მაგრამ როდესაც შენ გაქვს დანაშაული ჩადენილი, როდესაც შენ შექმენი ის სისხლიანი მმართველობა, ის ბოროტება, რომელიც იყო უმძიმესი ჩვენი ქვეყნის მოსახლეობისთვის, ჩვენ თუ გვინდა, ავაშენოთ სამართლიანი სახლემწიფო, განურჩევლად თანამდებობისა, ყველა დამნაშავემ უნდა აგოს პასუხი. მიხეილ სააკაშვილი არის კონკრეტულ საქმეებზე გასამართლებული და იხდის სასჯელს.

საკუთარი ექიმების დანიშნული წამლების მიღება თუ წამება ჰგონია ვინმეს, ჰკითხეთ თქვენს ლიდერს, მეგის ქარდავას და ზედმიწევნით აგიხსნით და გაჩვენებთ, რა არის წამება,“ – აღნიშნა კალაძემ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები