კახა კალაძე – საბა ბუაძეს: შეურაცხყოფის მიყენებას იცოდე, არავინ არ გაგიტარებს
პარტია “ლელოს” წევრის სიტყვით გამოსვლას თბილისის საკრებულოში სიტყვიერი დაპირისპირება მოჰყვა.
დაპირისპირება დედაქალაქის მერს, კახა კალაძესა და საბა ბუაძეს შორის მას შემდეგ დაიწყო, რაც ოპოზიციონერმა კალაძეს “კორუმპირებული მერი” უწოდა.
“მიმაჩნია, რომ თქვენ დედაქალაქის ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე კორუმპირებული მერი ხართ”, – განაცხადა საბა ბუაძემ სიტყვით გამოსვლისას.
საბა ბუაძის საპასუხოდ, დედაქალაქის მერმა განაცხადა, რომ შეურაცხყოფის მიყენება ოპოზიციის მხრიდან ჩვეული პრაქტიკაა.
“ადამიანებისთვის შეურაცხყოფის მიყენება არის ჩვეულებრივი პრაქტიკა, შესაბამისად, უნდა გავითავისოთ, რომ სხვანაირად არ შეუძლიათ. ერთი რამ იცოდეთ, შეურაცხყოფის მიყენებას არავინ არ გაგიტარებს და მიიღებ შესაბამის პასუხს, ძალიან მტკივნეულსაც, დაიმახსოვრე ეს”, – უპასუხა კალაძემ ოპოზიციონერს.