კულტურის კომიტეტმა მდგრადი განვითარების მიზნების საკითხზე პასუხისმგებელ წევრად ხათუნა კვიციანი აირჩია

კულტურის კომიტეტმა მდგრადი განვითარების მიზნების საკითხზე პასუხისმგებელ წევრად ხათუნა კვიციანი აირჩია.

კულტურის კომიტეტის თავმჯდომარის, ელისო ბოლქვაძის ინფორმაციით, 2015 წლის 25 სექტემბერს მსოფლიოს სახელმწიფოთა ლიდერები შეიკრიბნენ მდგრადი განვითარების სამიტზე, ნიუ-იორკში და შეთანხმდნენ მსოფლიო განვითარების ახალი დღის წესრიგის – მდგრადი განვითარების მიზნებზე. მისივე თქმით, 17-მა გლობალურმა მიზანმა უნდა განსაზღვროს მსოფლიოს განვითარების პრიორიტეტები 15 წლის მანძილზე – 2016 წლიდან 2030 წლამდე.

„პარლამენტი მუშაობს მდგრადი განვითარების მიზნების განხორციელებისა და მონიტორინგისთვის 2022-2024 წების სამოქმედო გეგმის პროექტზე. სამუშაო პროცესში ჩართულები არიან პარლამენტის წევრები და აპარატის თანამშრომლები”, – განაცხადა ელისო ბოლქვაძემ.

კულტურის კომიტეტის სხდომაზე, ასევე, იმსჯელეს საქართველოს მხატვართა კავშირის მიერ მომზადებულ საკანონმდებლო წინადადებაზე – „შემოქმედებით მუშაკთა და შემოქმედებითი კავშირების შესახებ” შესატან ცვლილებებთან დაკავშირებით. მხატვართა კავშირის თავმჯდომარის, გურამ ცერცვაძის განცხადებით, საკანონმდებლო წინადადებით დასმულია შემოქმედებითი კავშირისთვის საჯარო სამართლის იურიდიული პირის სტატუსის აღდგენის საკითხი. ცვლილების არსიდან გამომდინარე, მომხსენებელმა მხატვართა კავშირის წინაშე მდგარი პრობლემები გააცნო დეპუტატებს.

კომიტეტის მხრიდან საკანონმდებლო წინადადება უარყოფილი იქნა, თუმცა მომხსენებელს დეპუტატებმა შესთავაზეს, მხატვართა კავშირის წევრებმა მოამზადონ დოკუმენტი, რომელშიც დეტალურად იქნება აღწერილი აღნიშნული უწყების წინაშე მდგარი თითოეული გამოწვევა, რომელთა შესასწავლად სამუშაო ჯგუფი შეიქმნება.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები