პაატა კვიჟინაძე: ჩვენი მთავარი მიზანია, აუდიტის სამსახურის მიერ გაცემული რეკომენდაციები შესრულდეს

????????????????????????????????????

„საპარლამენტო ზედამხედველობის მთავარი წყარო არის აუდიტის სამსახურის მიერ გაკეთებული ანგარიშები და მათი შესწავლა. ჩვენი მთავარი მიზანია, აუდიტის სამსახურის მიერ გაცემული რეკომენდაციები შესრულდეს”, – ამის შესახებ სახელმწიფო აუდიტის სამსახურის ანგარიშების განმხილველი მუდმივმოქმედი აუდიტის ჯგუფის სხდომაზე ჯგუფის ხელმძღვანელმა, პაატა კვიჟინაძემ განაცხადა.

საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტთან არსებული სახელმწიფო აუდიტის სამსახურის ანგარიშების განმხილველი მუდმივმოქმედი აუდიტის ჯგუფმა სახელმწიფო აუდიტის სამსახურის მიერ წარმოდგენილი 2 ანგარიში მოისმინა. ჯგუფის წევრები გაეცნენ იმ მიგნებებს, რეკომენდაციებსა და შენიშვნებს, რაც ანგარიშების ფარგლებში იქნა გამოკვეთილი.

„შიდა სახელმწიფოებრივი გზების აქტივების მართვის პროექტის (SRAMP)” 2018-2019 -2020 წლების ეფექტიანობის აუდიტის განხორციელდა ოთხი მიმართულებით. აუდიტის ობიექტს წარმოადგენდა საავტომობილო გზების დეპარტამენტი. შესწავლილი იქნა აღნიშნულ პერიოდში პროექტის ფარგლებში გაწეული ხარჯების დადასტურება, დადასტურებული აქტივობების მიმდინარეობის შემოწმება, სესხის გამოყოფასთან დაკავშირებული ინდიკატორების მიმდინარეობისა და შესრულების და სახელმწიფო აუდიტის სამსახურის მიერ გაცემული რეკომენდაციების განხორციელების შემოწმება. აუდიტის ფარგლებში, სულ გაიცა სამი რეკომენდაცია. მათგან საგზაო დეპარტამენტის მიერ შესრულებულია ორი. სახელმწიფო აუდიტის სამსახურის ანგარიშების განმხილველმა მუდმივმოქმედმა აუდიტის ჯგუფმა ასევე განიხილა შპს „მთის კურორტების განვითარების კომპანიის” 2018-2019 წლების შესაბამისობის აუდიტი.

აუდიტის ფარგლებში, მოცული იქნა რამდენიმე ძირითადი მიმართულება- სტრატეგიები, სამოქმედო და ბიზნეს გეგმები, პარტნიორის უფლებამოსილების განხორციელების პროცესი, შემოსავლების საკითხები, განხორციელებული შესყიდვები, შრომის ანაზღაურება, ჯარიმები, საწვავის ხარჯები, ასევე, პროექტების და პროგრამების შესრულების მდგომარეობა. წარმოდგენილი იყო 11 რეკომენდაცია. ჯგუფის სხდომაზე თითოეული რეკომენდაციის ირგვლივ დეტალური მსჯელობა გაიმართა და განხორციელებული აუდიტის ობიექტების წარმომადგენლებმა ჯგუფს გააცნეს მოსაზრებები წარმოდგენილ რეკომენდაციებზე. ისაუბრეს ყველა იმ გაწეული სამუშაოს შესახებ, რომელიც რეკომენდაციების შესრულებისთვის არის აუცილებელი და მნიშვნელოვანი.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები