პირველი აგვისტოდან 5 დეკემბრის ჩათვლით საქართველოდან განხორციელებული, ვაშლის ექსპორტის ღირებულემამ 2.1 მლნ აშშ დოლარი შეადგინა

2021 წლის 1-ელი აგვისტოდან 5 დეკემბრის ჩათვლით პერიოდში საქართველოდან 3,263 ტონა ვაშლის ექსპორტი განხორციელდა, რომლის ღირებულებამ 2.1 მლნ აშშ დოლარი შეადგინა, –  ამის შესახებ ინფორმაციას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო ავრცელებს.

მათივე ცნობით, ვაშლის ექსპორტი თითქმის სრულად რუსეთის ფედერაციაში განხორციელდა (3,257 ტონა), 5 ტონა ვაშლი კი სომხეთში გავიდა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები