გიორგი ღიბრაძე: საკოორდინაციო საბჭოს დღევანდელ სხდომაზე საბჭოს წევრებს შორის დაპირისპირება არ ყოფილა
“არანაირი დაპირისპირება არ ყოფილა”, – ასე უპასუხა უწყებათაშორის საკოორდინაციო საბჭოსთან არსებული ოპერაციული შტაბის უფროსმა, გიორგი ღიბრაძემ ჟურნალისტების კითხვას – “რატომ არ აკეთებენ სხდომის შემდეგ კომენტარებს ჯანდაცვის სფეროს წარმომადგენლები და რა იყო საბჭოზე დაპირისპირების მიზეზი“.
ღიბრაძის თქმითვე, საკოორდინაციო საბჭოს სხდომაზე სხვადასხვა საკითხი იქნა განხილული.
„მაგაზე პასუხი მე ნამდვილად არ მაქვს. საბჭოზე რაც მოხდა, მოგახსენეთ, განვიხილეთ სხვადასხვა საკითხი. არანაირი დაპირისპირება არ ყოფილა. იყო ჩვეულებრივი მსჯელობა და საკითხების განხილვა, როგორც ხდება ხოლმე“, – განაცხადა გიორგი ღიბრაძემ.
დღეს, უწყებათშორისი საკოორდინაციო საბჭოს წევრების ბრიფინგის დასრულების შემდეგ, ეკატერინე ტიკარაძემ, თამარ გაბუნიამ და ამირან გამყრელიძემ მედიასთან კომენტარი არ გააკეთეს. ბრიფინგზე სასაუბროდ მხოლოდ შტაბის უფროსი, გიორგი ღიბრაძე გამოვიდა.