ზურაბ ქადაგიძე – მამა-შვილ ბუღაძეებზე: ზნეობრივ ლოგიკად აჩვენებენ გარშემომყოფებს მათი გახრწნის ევოლუციას

„ზნეობრივ ლოგიკად აჩვენებენ გარშემომყოფებს მათი გახრწნის ევოლუციას,“ – ამის შესახებ ანალიტიკოსი, ზურაბ ქადაგიძე მამა-შვილ ბუღაძეებთან დაკავშირებით სოციალურ ქსელში წერს.

ქადაგიძის თქმით, „ლაშა ბუღაძე და მამამისი ჯერ კიდევ რამდენიმე ხნის წინ ბიძინა ივანიშვილის მზეს იფიცებდნენ, ახლა მიშა ჰყავთ ბელადად“.

„მყიფე დემოკრატიაში ყველაზე საშიში ეგრეთ წოდებული ხელოვანების, საჯარო პირების მერკანტილური მლიქვნობაა. ეს არსება და მამამისი ჯერ კიდევ რამდენიმე ხნის წინ ბიძინა ივანიშვილის მზეს იფიცებდნენ, ახლა მიშა ჰყავთ ბელადად, ხვალ სხვას ალოკავენ, მაგრამ მთავარი პრობლემა ეს არ არის.

მთავარი პრობლემა ისაა, რომ ამ აყროლებული გვამების გარშემო ადამიანები ცხოვრობენ და ჩვეულ ყოველდღიურობად, ზნეობრივ ლოგიკად აჩვენებენ გარშემომყოფებს მათი გახრწნის ევოლუციას“, – წერს ზურაბ ქადაგიძე.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები