რატი იონათამიშვილი – ოპოზიციაზე: ითხოვენ, რომ იყვნენ ძალაუფლებაში, მაგრამ – მუდმივად უსაქმოდ
ოპოზიციის მხრიდან საარჩევნო ბარიერზე დავას საპარლამენტო უმრავლესობის დეპუტატი, რატი იონათამიშვილი ეხმაურება.
როგორც მმართველი გუნდის წევრი აცხადებს, ოპოზიციას მხოლოდ ძალაუფლებაში ყოფნა სურს და არა – საქმის კეთება.
“ოპოზიცია ამბობს, რომ საპარლამენტო საქმიანობას არ შეუდგება. ისინი ითხოვენ, რომ იყვნენ ძალაუფლებაში, მაგრამ – მუდმივად უსაქმოდ. ეს მხოლოდ ურთიერთთანამშრომლობის შედეგი უნდა იყოს. სხვა შემთხვევაში, „ქართულ ოცნებას“ უკვე აქვს გადაწყვეტილი, რომ 2024 წელს არჩევნები ევროპული სტანდარტებით – სრულად პროპორციული წესით ჩატარდება“, – აცხადებს რატი იონათამიშვილი.