შალვა პაპუაშვილის განცხადებით, „ნაციონალურ მოძრაობაში“ მიხეილ სააკაშვილს აღიქვამენ, როგორც ტვირთს
საპარლამენტო უმრავლესობის წევრის, შალვა პაპუაშვილის განცხადებით, „ნაციონალურ მოძრაობაში“ მიხეილ სააკაშვილს აღიქვამენ, როგორც ტვირთს.
მისი თქმით, როგორც ჩანს, „ნაციონალურ მოძრაობაში არის“ მცდელობა, რომ ეს ტვირთი მოიცილონ.
„ნაციონალურ მოძრაობაში“ მიხეილ სააკაშვილს აღიქვამენ, როგორც ტვირთს და ალბათ, ეს არის მცდელობა, რომ ეს ტვირთი შეიმსუბუქონ თუ მოიცილონ. როგორც ჩანს, გარკვეულწილად, ამ ტვირთის მოცილების პროცესი იწყება“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.