მამუკა მდინარაძე: ეჭვი მაქვს, სასამართლოში სააკაშვილის განცხადებების შემდეგ ვიღაცას აწყობს, რომ მის ფსიქოლოგიურ მდგომარეობაზე სხვა წარმოდგენები იყოს
“ჩემი გონივრული ეჭვია, რომ იმ განცხადებების შემდეგ, რაც მიხეილ სააკაშვილმა სასამართლოში აკეთა, ვიღაცას ძალიან აწყობს, მის ფსიქოლოგიურ მდგომარეობაზე ცოტა სხვა წარმოდგენები იყოს, მათ შორის, შეიძლება, სამართლებრივი თვალსაზრისითაც”, – ასე გამოეხმაურა “ქართული ოცნების” ერთ-ერთი ლიდერი, მამუკა მდინარაძე ცენტრ “ემპათიას” ხელმძღვანელის, მარიამ ჯიშკარიანს განცხადებას.
დეპუტატის თქმით, სააკაშვილის ჯანმრთელობაზე უამრავი ექიმი ზრუნავს და მსგავს საკითხებზე სერიოზული მსჯელობა არ შეიძლება.
„წამების დეფინიცია ბევრმა საქილიკო საგნად გადააქცია. ექიმი არ ვარ, რომ ახლა რომელიმე მედიკამენტის დანიშვნის თუ არდანიშვნის საკითხი გავარჩიო. ჩემი გონივრული ეჭვია, რომ იმ განცხადებების შემდეგ, რაც მიხეილ სააკაშვილმა სასამართლოში აკეთა, ვიღაცას ძალიან აწყობს, მის ფსიქოლოგიურ მდგომარეობაზე ცოტა სხვა წარმოდგენები იყოს, მათ შორის, შეიძლება, სამართლებრივი თვალსაზრისითაც. ამ ადამიანს თავს ახვევია უამრავი ექიმი, როგორც კონსილიუმის წევრები, ასევე, პირადი მკურნალი ექიმი. არ მგონია, რომ მსგავს საკითხებზე სერიოზული მსჯელობა შეიძლება. რაც შეეხება სამედიცინო დანიშნულებას, ამ თემაში ვერ შევალ და ვერ გიპასუხებთ“, – განაცხადა მამუკა მდინარაძემ.
შეგახსენებთ, ორი დღის წინ ცენტრ “ემპათიას” ხემძღვანელმა, მარიამ ჯიშკარიანმა განაცხადა, რომ „საპატიმრო დაწესებულებაში მიხეილ სააკაშვილს ფსიქოტროპულ მედიკამენტებს აძლევდნენ, რისი არაადეკვატური გამოყენებაც ფასდება, როგორც ფარმაკოლოგიური წამება“.