“სამწუხაროა, რომ ეს ფაქტი მასწავლებლებმა არ გააპროტესტეს” – დეკანოიძე ივანიშვილის სასკოლო სახელმძღვანელოებში შეტანაზე

“ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” წევრი ხატია დეკანოიძე სასკოლო სახელმძღვანელოებში ბიძინა ივანიშვილის შეტანას სოციალურ ქსელში ეხმაურება.

დეკანოიძე სამწუხაროს უწოდებს იმ ფაქტს, რომ მასწავლებლების მხრიდან ამ მოვლენას პროტესტი არ მოჰყვა.

“რა სამწუხაროა, რომ სახელმძღვანელოში შეტანილი ძალიან მძიმე ფაქტი მასწავლებლებმა არ გააპროტესტეს. ერთი ხმაც არ ყოფილა. სანამ სკოლის სრული და საფუძვლიანი დეცენტრალიზაცია არ იქნება – სისტემა სულ მოირგებს სკოლას” – წერს დეკანოიძე სოციალურ ქსელში.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები