შალვა პაპუაშვილი: ვინც საკონსტიტუციო ცვლილებების იმ ფორმით მიღებას უჭერს მხარს, როგორც ის პირველი მოსმენით არის ინიცირებული, მხარს უჭერს რიგგარეშე არჩევნებსა და არეულობას ქვეყანაში

საპარლამენტო უმრავლესობის წევრის, შალვა პაპუაშვილის განცხადებით, ვინც მხარს უჭერს საკონსტიტუციო ცვლილებების იმ ფორმით მიღებას, როგორ ის პირველი მოსმენით არის ინიცირებული, მხარს უჭერს რიგგარეშე არჩევნებსა და ქვეყანაში არეულობას.

როგორც მან ჟურნალისტებს განუცხადა, პარლამენტში წარდგენილი საკონსტიტუციო ცვლილებები “ნაციონალურ მოძრაობას“ სჭირდება იმისთვის, რომ დღის წესრიგში რიგგარეშე არჩევნების ჩატარების მოთხოვნა დააყენოს.

„ნაციონალურ მოძრაობას“ საკონსტიტუციო ცვლილებები სჭირდება, რათა რიგგარეშე საპარლამენტო არჩევნები მოითხოვოს. ამიტომ, ვინც საკონსტიტუციო ცვლილებების იმ ფორმით მიღებას მხარს უჭერს, როგორც ის პირველი მოსმენით არის ინიცირებული, მხარს უჭერს რიგგარეშე არჩევნებს და არეულობას ქვეყანაში.

რიგგარეშე არჩევნებთან დაკავშირებით საზოგადოებამ საკუთარი პოზიცია გამოხატა, მათ შორის, იმით, რომ ოპოზიციას მის მიერვე დაანონსებულ რეფერენდუმზე უთხრა, რომ მათ არანაირი რიგგარეშე არჩევნები არ სურთ. თუ „ნაციონალური მოძრაობა“ რიგგარეშე არჩევნებს მოითხოვს, ამას მეტი პოლარიზება, დაძაბულობა და არეულობა მოჰყვება. რიგგარეშე არჩევნების საკითხი მოხსნილია. „ნაციონალურ მოძრაობას“ პირველი მოსმენით მიღებულ რედაქციაზე მიბრუნება სურს, რათა დღის წესრიგში რიგგარეშე არჩევნების ჩატარების საკითხი დააყენოს. ეს გამოიწვევს პოლარიზებას და რადიკალიზაციის გაზრდას“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები