განათლების სამინისტროსთან აქცია-პერფორმანსი გაიმართა

პარტია “დროამ” და სამოქალაქო მოძრაობებმა – “სირცხვილიამ” და “შეცვალემ” განათლების სამინისტროსთან აქცია-პერფორმანსი გამართეს.

აქციის მონაწილეები განათლების სამინისტროსგან მე-9 კლასის ისტორიის იმ სახელმძღვანელოს სასკოლო პროგრამიდან ამოღებას ითხოვენ, რომელშიც აღწერილია რუსეთ-საქართველოს 2008 წლის ომის დეტალები და ბიძინა ივანიშვილის ბიოგრაფიის ნაწილი.

აქციის ერთ-ერთი ორგანიზატორის, გიგა მაქარაშვილის თქმით, ეს არის ისტორიის გადაკეთების მცდელობა.

„ეს არის პირდაპირი მიზანი, რომ მომავალ თაობას ტვინი გამოურეცხონ. ეს არის ისტორიის გადაკეთების მცდელობა. ვიდრე პროფესიონალები არ დაიწყებენ ამაზე მუშაობას და ფართო დისკუსიები არ გაიმართება, ეს სახელმძღვანელო უნდა ამოიღონ პროგრამიდან”, – განაცხადა მაქარაშვილმა.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები